
ევროკავშირის საბჭო მიესალმა ევროკომისიის განზრახვას, დაიწყოს დიალოგი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს X-ის მიკრობლოგზე გაკეთებულ პოსტშია აღნიშნული.
„სომხეთის მოქალაქეებისთვის სავიზო ვალდებულების გაუქმების შესაძლებლობა განიხილება მხოლოდ სტანდარტების სრული დანერგვის შემდეგ“, -პოსტში ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის საბჭომ.







