პოლიტიკა

ჩვენ არ დავუშვებთ COP29-ის ჩატარებას ბაქოში სომეხ პატიმრებთან  ერთად  – ლუის მორენო ოკამპო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ლუის მორენო ოკამპომ, ილაპარაკა მის იმ ინიციატივაზე,  რომელიც მოუწოდებს სომხებს მთელ მსოფლიოში გაერთიანდნენ და დაიწყონ მედია კამპანია გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) წინააღმდეგ, რომელიც გაიმართება 2024 წლის ნოემბერში ბაქოში, სანამ არ  გაათავისუფლებენ აზერბაიჯანში მყოფ სომეხი პატიმრები.

ამ თემას ლუის მორენო ოკამპო “არმენპრესთან” ინტერვიუში შეეხო.

ოკამპო აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ცდილობს აზერბაიჯანის რეპუტაციის ამაღლებას COP29-ით. მისი თქმით, უცნაურია, რომ ალიევი ცდილობს წარმოაჩინოს ეს სამშვიდობო ფორუმად, როდესაც სომეხი პატიმრები, მათ შორის მთიანი ყარაბაღის ყოფილი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ბაქოს ციხეებში იმყოფებიან.

სისხლის სამართლის სასამართლოს ყოფილი მთავარი პროკურორი ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანმა ჩაიდინა გენოციდი მთიან ყარაბაღში. „ლაჩინის დერეფანი იყო ერთადერთი გზა, რომლითაც მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა დაუკავშირდა მსოფლიოს. ალყაში მოქცევით აზერბაიჯანმა ხალხის  იზოლირება მოახდინა და აიძულა დაემორჩილებინა, მანამდე კი ბაქომ არაერთხელ თქვა, რომ მათ განადგურებას აპირებდა. ამ ყველაფრიდან ირკვევა, რომ ეს არის გენოციდი“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button