
როგორც ადრე, ირანი მიიჩნევს, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იდეა არ შეესაბამება სომხეთის ინტერესებს. სააგენტო ISNA-ს ცნობით, ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან თეირანში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ხამენეიმ ხაზი გაუსვა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სომხეთ-ირანული ურთიერთობები განვითარდება ორმხრივი ინტერესების საფუძველზე, განურჩევლად სხვა ქვეყნების პოლიტიკისა. ამასთან, მან დასძინა, რომ სახელმწიფოები არ უნდა ჩაერიონ მეზობელი ქვეყნების ურთიერთობებში.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლ ფაშინიანი ირანში ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.







