მთავარისაზოგადოება
ჩინეთიდან ერევანში 171 ახალი ავტობუსი და 15 ტროლეიბუსი ჩამოდის. ავინიანი

ერევნის მერმა ტიგრან ავინიანმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან ერევანში 171 ახალი ავტობუსის და 15 ტროლეიბუსის ტრანსპორტირება ხდება.
„ჩვენი სექტორული რეფორმები იქნება უწყვეტი. ინიციატივის საფუძველია ინდივიდუალური მანქანებიდან სანდო და კომფორტულ სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლა“, – ნათქვამია მერის ფეისბუქ პოსტში.









