
27 აგვისტოს დილიჯანში გრძელდება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელობისა და საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური სამუშაო შეხვედრის მუშაობა.
როგორც სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზიდან ირკვევა, არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით დისკუსია გაიმართა სრ საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებზე, მოხდა აზრების გაცვლა რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე, აქტუალურ გამოწვევებზე.
საუბარი შეეხო საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ თანამშრომლობის მიმდინარე პროგრამებს, პარტნიორობის გაღრმავების შესაძლო პერსპექტივებს, ასევე მრავალმხრივ პლატფორმებზე ურთიერთქმედებას.







