ეკონომიკა

ბაბკენ თუნიანი არ გამორიცხავს აზერბაიჯანიდან გაზის შესყიდვაზე დისკუსიას, თუ ეს სომხეთის ინტერესებში შედის

ფრაქციის “სამოქალაქო შეთანხმების” დეპუტატი, ეკონომიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ბაბკენ თუნიანი არ გამორიცხავს აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტზე დისკუსიას და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მესამე მიმწოდებლისგან გაზის ყიდვის შესაძლებლობა ზრდის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების დონეს.

ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა, ეკონომიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ბაბკენ თუნიანმა, რომელიც შეეხო მანამდე სომხეთის მეორე მსოფლიო სამიტზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ გამოთქმულ აზრს, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მომავალში სომხეთმა გაზის შემოტანა აზერბაიჯანიდან შეძლოს.

კითხვაზე, აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტით გახდება თუ არა სომხეთი დამოკიდებული ბაქოზე, თუნიანმა აღნიშნა, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ენერგიას ყიდულობენ მხოლოდ ერთი წყაროდან და სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შეძენის შემთხვევაში ეს დამოკიდებულება კი არ იზრდება, არამედ მცირდება.

„თუ ადრე ვყიდულობდით გაზს მხოლოდ რუსეთიდან, შემდეგ დავიწყეთ გაზის ყიდვა ირანიდანაც, მესამე მიმწოდებლისგან გაზის ყიდვის შესაძლებლობა ზრდის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების დონეს“, – აღნიშნა ბაბკენ თუნიანმა და დასძინა, რომ გაზს ვიყიდით თუ არა აზერბაიჯანისგან, ეს უფრო მომავლის საკითხია, მაგრამ თუ არის სიტუაცია, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავამყაროთ სავაჭრო ურთიერთობები და თუ გვჭირდება რაიმე რესურსი, უნდა ვნახოთ, ვინ აწვდის ამ რესურსს უფრო იაფად, ხარისხიანად და სწრაფად.

მისი დაკვირვებით, თუ ამ რესურსს აზერბაიჯანი აწვდის, მაშინ შეიძლება ამაზე მსჯელობა, თუ ეს სრ-ის ინტერესებში შედის, რა თქმა უნდა, დივერსიფიკაციისა და ალტერნატიული წყაროების ყოველთვის შენარჩუნებით.

ბაბკენ თუნიანმა დასძინა, რომ ის ექსპერტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ამის ნაცვლად შესაძლებელია ირანიდან უფრო დიდი მოცულობის გაზის იმპორტი, მათ შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი რეკომენდაციები და შესაძლებლობები ამ საკითხთან დაკავშირებით და დაანახონ მათ ამ საკითხში არსებული შეზღუდვები.

ნახეთ მეტი
Back to top button