საზოგადოება

2024 წლის „გლობალური ინოვაციების ინდექსში“ სომხეთი წინა წელთან შედარებით 9 პოზიციით დაწინაურდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ 2024 წლის 26 სექტემბერს გამოქვეყნებულ „გლობალური ინოვაციების ინდექსის“ ანგარიშში სომხეთი წინა წელთან შედარებით 9 პოზიციით დაწინაურდა და 63-ე პოზიცია დაიკავა. ინფორმაციას სომხეთის  ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე 34 ქვეყანას შორის სომხეთი მე-15 ადგილზეა. წინა წელთან შედარებით სომხეთმა მიაღწია პროგრესს “ადამიანური კაპიტალისა და კვლევის”, “ცოდნისა და ტექნოლოგიების პროდუქტების”, “კრეატიული პროდუქტების”, “ბაზრის დახვეწილობის” და “ბიზნესის პროცესის სირთულის” ნომინაციაში. პარალელურად, კლება იყო „ინსტიტუციების“ სვეტში.

ნახეთ მეტი
Back to top button