მთავარიპოლიტიკა

სომხეთი COP-მდე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს. პრეზიდენტი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია ნოემბერში გაეროს კლიმატის კონფერენციამდე, განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა Financial Times-თან ინტერვიუში. თუმცა, მან დასძინა, რომ ჯერ კიდევ არის პრობლემები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს.

„მოლაპარაკებების დასასრულს ვუახლოვდებით. კარგი იქნება, რომ ხელი მოვაწეროთ COP29-მდე, მაგრამ დროს ნუ გავუსწრებთ“.

გასულ თვეში აზერბაიჯანმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გადალახონ პოლიტიკური გამოწვევები, გაერთიანდნენ და ნოემბერში გამოაცხადონ ცეცხლის შეწყვეტა. Financial Times-ი იხსენებს, რომ აზერბაიჯანი COP-ის წლევანდელ მასპინძელ ქვეყნად 2023 წლის დეკემბერში, მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარებიდან რამდენიმე თვეში აირჩიეს.

თავიდან სომხეთმა აკრძალა აზერბაიჯანის განაცხადი, მაგრამ მოხსნა ვეტო, როდესაც ბაქომ სომხეთში ოცდაათზე მეტი სომეხი სამხედრო ტყვე დააბრუნა. ხაჩატურიანის თქმით, სამხედრო ტყვეების შესახებ მოლაპარაკებები არ არის სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, მაგრამ რჩება დღის წესრიგში.

მან დასძინა, რომ სომხეთს სჭირდება მშვიდობის დამყარება მეზობელ ქვეყნებთან, არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ ყველასთან. სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღზე თავდასხმის შემდეგ 100 000-ზე მეტი ლტოლვილი სომხეთში გადავიდა „უარაფროდ“ და აღნიშნა, რომ ამხელა რაოდენობის დევნილთა ინტეგრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სომხეთი ასევე მზადაა უმასპინძლოს ლიბანელ თანამემამულეებს, თუ მათ მოუწევთ ლიბანის დატოვება. “ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მათ მისაღებად”, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთსა და ევროკავშირს აქვთ მსგავსი ღირებულებითი სისტემები და რომ ევროკავშირის მისიამ ხელი შეუწყო სიტუაციის სტაბილიზაციას აზერბაიჯანის საზღვარზე.

ნახეთ მეტი
Back to top button