პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე დღეს საპროტესტო აქცია „ჩვენ ვართ ევროპა“ გაიმართება

რუსთაველის გამზირზე, დღეს, ახალი არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია „ჩვენ ვართ ევროპა“ გაიმართება. ცნობას ქართული მედია აქვეყნებს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

დემონსტრაციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.

ნახეთ მეტი
Back to top button