პოლიტიკა

სომხეთისა და ირანის ინტერესები 100%-ით თავსებადია  –  ეჰსან მოვაჰედიანი

სომხეთი და ირანი ის ქვეყნებია, რომელთა ინტერესები 100%-ით ურთიერთშესაბამისობაშია. მსოფლიოში ძალიან რთულია სხვა შემთხვევის პოვნა, როდესაც ქვეყნების ინტერესები ასე ემთხვეოდეს ერთმანეთს, ასეთი აზრი გამოთქვა ARMENPRESS -თან ინტერვიუში თეირანის ATU (ალამე ტაბატაბას) უნივერსიტეტის ლექტორმა, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარმა  ეჰსან მოვაჰედიანმა.  

სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ამჟამინდელ დონეზე საუბრისას ეჰსან მოვაჰედიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და ურთიერთობები ფართოვდება და იზრდება.

„კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობების ზრდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებელია მათი გააქტიურება. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სფეროებში, რომლებიც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური სფეროა. ჩემი აზრით, ეკონომიკური დერეფნები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძველია. სომხეთის ამბიციები იყოს რეგიონის ეკონომიკური მარშრუტების ცენტრში, ინიციატივა “მშვიდობის გზაჯვარედინზე” ძალზე მნიშვნელოვანია როგორც თქვენთვის, ასევე ირანისთვისაც”, – აღნიშნა ექსპერტმა და დაუმატა, რომ ზოგიერთი ეკონომიკური მარშრუტი უკავშირდება ირანის  ტერიტორიას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთისთვის და ირანისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფანს. მისი თქმით, ერევანმა და თეირანმა უნდა იმუშაონ ამ დერეფნის გაუმჯობესებისა და განვითარების მიმართულებით, რადგან ეს სომხეთისთვის ყველაზე უსაფრთხო გზაა სპარსეთის ყურის თავისუფალი წყლებისკენ.

მან დეტალურად  განმარტა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მეშვეობით ირანი შეიძლება დაუკავშირდეს ევრაზიის რეგიონს, ასევე ცენტრალურ აზიას.   ექსპერტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ მხრივ სომხეთს დიდი მნიშვნელობა აქვს ირანისთვის. უბრალოდ, ირანში ზოგიერთ ადამიანს არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კავშირი.

ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ თურქეთი ზოგიერთი ქვეყნის დახმარებით ცდილობს შექმნას თურქული სამყარო, ამ საქმეში კი  მათთვის ერთადერთი დაბრკოლება სომხეთია, თქვენ გაქვთ თქვენი ცივილიზაცია, ანბანი და თქვენ ხართ პირველი ქრისტიანული ქვეყანა მსოფლიოში.  ამას თურქეთი ვერ ეგუება და ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენს მეზობელ ქვეყნებს  სიტუაციის დესტაბილიზაცია უნდათ. – განაცხადა ირანელმა ექსპერტმა, მისი თქმით, ირანი ცდილობს შეინარჩუნოს სომხური ეკლესიები თავის ტერიტორიაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button