
საფრანგეთში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, ელჩი ჰასმიკ ტოლმაჯიანი პარიზის მერს, ანა იდალგოს შეხვდა. ამის შესახებ საფრანგეთში სომხეთის საელჩოდან იტყობინება.
შეხვედრისას ელჩმა ტოლმაჯიანმა ღრმა მადლობა გადაუხადა პარიზის მერს სომხეთთან დაკავშირებული საკითხებისადმი განსაკუთრებული ყურადღებისთვის, სომეხი ხალხისადმი სოლიდარობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.

ელჩმა ტოლმაჯიანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა პარიზის საქალაქო საბჭოს მიერ სომხეთის მხარდაჭერის მრავალ რეზოლუციას ანა იდალგოს ინიციატივით, მერის ვიზიტებს სომხეთში სომეხი ხალხისთვის რთულ პერიოდში, პარიზში სომხეთის ესპლანადის გახსნას და ბევრ სხვა ინიციატივას.







