
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ კოლეგასთან, აბას არაყჩისთან. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში იტყობინება, რომ საუბრისას განიხილეს დღის წესრიგის საკითხები, მათ შორის სომხეთ- ირანის გაფართოებული თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, რომელიც მომავალში შესაძლოა ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასარგებლო იყოს.







