მთავარიპოლიტიკა

სომხეთი იყო ერთადერთი ქვეყანა კუხო-ში, რომელმაც მოკავშირის თხოვნას უპასუხა  – პრემიერ-მინისტრი სირიაში გამნაღმელების გაგზავნის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის იცავდა თავის მოკავშირულ  ვალდებულებებს კუხო-ში, მაგრამ მოკავშირე ქვეყნები არ უჭერდნენ მხარს სომხეთს  გადამწყვეტ მომენტებში.

„არმენპრესის“ ცნობით, ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის კითხვა-პასუხის დროს ფაშინიანმა გაიხსენა გადაწყვეტილება 2019 წელს სირიაში განმნაღმელებისა და ექიმების ჯგუფის გაგზავნის შესახებ, მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების უკმაყოფილებისა  და ჩივილებისა.  რატომ გავაგზავნეთ? იმიტომ, რომ ჩვენმა მოკავშირემ გვთხოვა, გვითხრა თქვენი დახმარება გვჭირდებაო. სხვათა შორის კუხოს-ში ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, ვინც ამ თხოვნას გამოეხმაურა.  რატომ გავაკეთეთ ეს? იმიტომ რომ ჩვენ ასე  წარმოგვიდგენია მოკავშირეობა და დამოკიდებულება საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულებების მიმართ“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ასეთი ნაბიჯებით სომხეთმა უჩვენა  ვალდებულებების შესრულების მაღალი დონე ალიანსის მიმართ. მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით  მოკავშირეების საქციელზე  სამწუხაროდ, ყველა ჩვენს მოკავშირეს არ აქვს მოკავშირეობის ისეთივე აღქმა, როგორც ჩვენ გვქონდა. ახლა კი  არავის არ აქვს რაიმე პოლიტიკური, მორალური ან იურიდიული საფუძველი, რომ რამე დაგვაბრალოს. ჩვენ ყველა სამოკავშირეო ვალდებულება ზუსტად შევასრულეთ, როგორც მორალურად, ასევე პოლიტიკურად და იურიდიულად, მაგრამ ჩვენს მიმართ ალიანსის ვალდებულებები არ შესრულებულა. კრიტიკულ მომენტში მათ მარტო დაგვტოვეს, მიგვატოვეს და დიახ, არის მოსაზრებები, რომ გვიღალატეს და  არავითარი  არგუმენტი არ მაქვს ვუთხრა მათ, რომ ისინი ცდებიან“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button