
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის გახსნის ცერემონიას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლე ანა ჰაკობიანთან ერთად დაესწრო.
ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მანამდე შეხვდა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.
ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აცნობა, რომ მას ელონ მასკთან კომუნიკაციის შესაძლებლობაც ჰქონდა. „მე ასევე მქონდა საშუალება ელონ მასკთან დამეკონტაქტა“, – წერს პრემიერ-მინისტრი.







