
18 დეკემბერს ერევანში, სრ-ის თავმჯდომარეობით, “უძველესი ცივილიზაციების” ფორუმის მე-8 მინისტერიალი გაიმართება. ღონისძიებაზე გახსნის სიტყვით გამოვა სრ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.
“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ განაცხადა სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა. მან აღნიშნა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბოლივიის, ეგვიპტის, ირანის, საბერძნეთის, პერუსა და ერაყის წარმომადგენლები.







