მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. მას კოვიდ დადებითი დიაგნოზი დაუსვეს

ნიკოლ ფაშინიანი არ მიიღებს მონაწილეობას დსთ-ს ლიდერების არაფორმალურ სამიტში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე აცნობა.

,,ორშაბათს, 23 დეკემბერს, დამისვეს კოვიდის დადებითიდიაგნოზი. 23 და 24 დეკემბერს გავხდი იზოლირებული და ვიმუშავე სახლიდან. 25 დეკემბერს უკვე უარყოფითია და ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდები, თუმცა დსთ-ს ქვეყნების არაფორმალურ სამიტში არ მივიღებ მონაწილეობას სანქტ-პეტერბურგში. “დღის ბოლომდე მივიღებ გადაწყვეტილებას, მივიღო თუ არა მონაწილეობა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სესიაში”, – წერს ის.

ნახეთ მეტი
Back to top button