მთავარისაზოგადოება
სომხეთში გაიმართება მოსამართლეთა ევროპული კავშირის ყოველწლიური შეხვედრა

სომხეთში 8-დან 10 მაისამდე გაიმართება მოსამართლეთა ევროპული კავშირის ყოველწლიური შეხვედრა. ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის მოსამართლეთა კავშირი ავრცელებს. „44 ქვეყნის დროშა ოფიციალურად გადაეცა სომხეთის მოსამართლეთა კავშირს, როგორც 2025 წლის საგაზაფხულო შეხვედრის მასპინძელ ქვეყანას. ეს სიმბოლური გადაცემა მოწმობს მოსამართლეთა ევროპული კავშირის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ევროპელ მოსამართლეთა თემის ერთიანობის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.









