პოლიტიკა
განიხილეს სომხეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები

4 თებერვალს, სომხეთის ელჩი საფრანგეთში არმან ხაჩატრიანი შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველს, სპეციალური სამხედრო შტაბის უფროსს, არმიის გენერალ ფაბიენ მანდონს.
შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და საფრანგეთს შორის მეგობრული ურთიერთობების, მათ შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი.







