მიუხედავად ყველა განსაცდელისა, ერევანსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური დიალოგი გრძელდება – რუსეთის ელჩი

სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის პოლიტიკური დიალოგი გრძელდება ყველა დონეზე, მიუხედავად ყველა განსაცდელისა.
ამის შესახებ “არმენპრესის” ცნობით, რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მიუხედავად ყველა განსაცდელისა, ჩვენი პოლიტიკური დიალოგი ყველა დონეზე გრძელდება და რუსეთ-სომხეთის თანამშრომლობის ეკონომიკური საფუძვლები სისტემატურად ფართოვდება“, – აღნიშნა კოპირკინმა.
ამ უკანასკნელის აზრით, ერევანსა და მოსკოვს შორის მოკავშირე ურთიერთობები მწიფდება, ადაპტირდება რეგიონში და მსოფლიოში არსებულ რთულ რეალობასთან.
„ჩემი აზრით, მთავარი ის არის, რომ რუსეთმაც და სომხეთმაც ღრმად გააცნობიეროს ჩვენი კავშირების ძირითადი საფუძვლის შენარჩუნების მნიშვნელობა, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ ჩვენი ქვეყნების მოძმე ხალხებსაც“, – აღნიშნა სერგეი კოპირკინმა.







