პოლიტიკა

რა გზაც არ უნდა იყოს, აზერბაიჯანი მას „დერეფანს“ დაარქმევს։ ალენ სიმონიანი

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დარწმუნებულია, რომ რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის კონტექსტში აზერბაიჯანი ნახიჩევანთან დამაკავშირებელ ნებისმიერ გზას „დერეფანს“ დაარქმევს.

ამის შესახებ  პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სიმონიანმა.

https://www.youtube.com/embed/OixvtWueWXQ?si=lfY2-Ea5fOMML9Q3 მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები იმ ლოგიკით მიმდინარეობს, რომ კომუნიკაციების განბლოკვა ქვეყნების სუვერენიტეტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, ცალსახაა, რომ აზერბაიჯანისთვის თავის ექსკლავთან დაკავშირება მეტად მნიშვნელოვანია, სომხეთმა კი თავისი პოზიცია და წინადადებები ამასთან დაკავშირებით უკვე წარადგინა.

აზერბაიჯანული მხარის რიტორიკაზე საუბრისას, ეროვნული კრების თავმჯდომარემ განაცხადა:

„რა გზაც არ უნდა იყოს,  ჩვენგან საუკეთესოდ წარმოდგენილი, მათგან – ცუდად წარმოდგენილი, ისინი მას მაინც „დერეფანს“ დაარქმევენ. მოდით, ეს დავაფიქსიროთ. თუნდაც 0 პრივილეგია არსებობდეს, ისინი ამას მაინც პოლიტიკურად „დერეფნად“ მონათლავენ. „დერეფანი“, რომელიც არ იქნება სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ქვეშ, ჩვენს კანონმდებლობას გასცდება, ჩვენთვის მიუღებელია. რაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა გამოვიდეს საბოლოოდ, ისინი მაინც იტყვიან, რომ მიიღეს თავიანთი „დერეფანი“. როცა მათ სჭირდებათ, განმარტებებს თავიანთი სურვილისამებრ აძლევენ“.

სიმონიანის თქმით, „დერეფნის“ საკითხი წამოჭრილი იყო იმ მიზნით, რომ რუსული ჯარები შემოეყვანათ და მათ გაეკონტროლებინათ ე.წ. „დერეფანი“․

ნახეთ მეტი
Back to top button