საერთაშორისო

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე

ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არაფრის ფასი არ აქვს, თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღემდე ხუთი რეზოლუცია დაამტკიცა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა და ხუთივე იყო ერთმანეთზე არასერიოზული. კობახიძის განცხადებით, ეს არის მორიგი, მე-6 არასერიოზული პროექტი, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში.

„ამ პროექტს, ისევე როგორც წინა რეზოლუციებს, ჩვენთვის აბსოლუტურად არაფრის, ჩალის ფასი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ საქართველოში ქვეყანა იმართება დემოკრატიულად, ოპოზიცია არის თავისი არსით ანტიდემოკრატიული, თუმცა ხედავთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში აისახება ხოლმე მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის, რადიკალიზმის და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც დღეს ასე მკაფიოდ აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი, თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button