პოლიტიკა

პარუირ ჰოვანესიანმა  კრის ალანს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გააცნო

25 თებერვალს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ჰოვანისიანმა  მიიღო გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსი და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში სპეციალური წარმომადგენელი კრის ალანი.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ  წარმოადგინა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და სომხეთის რესპუბლიკის ხედვა, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფას.

ნახეთ მეტი
Back to top button