კულტურა

PROFOOD ARMENIA 2025 –   სტუმართმოყვარეობის მომავალი სომხეთში

ყველაზე დიდი საერთაშორისო F&B ღონისძიება  PROFOOD ARMENIA 2025, გაიმართება სომხეთის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში 25-27 აპრილს, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, ბიზნესმენებს და ინოვატორებს მთელი მსოფლიოდან.

PROFOOD ARMENIA არის ექსკლუზიური პლატფორმა ბიზნეს კავშირების დასამყარებლად, ცოდნის გაცვლისა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შესაქმნელად. ღონისძიება მოიცავს ექსპო დემონსტრაციებს, კულინარიის მასტერკლასებს, ბიზნეს საკონსულტაციო პლატფორმებს და PROCHEF 2025 კულინარიულ კონკურსს, რომლის გამარჯვებულს საშუალება ექნება პრაქტიკა გაიაროს დუბაიში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში.

სპეციალური სტუმრები არიან საერთაშორისოდ ცნობილი მზარეულები და რესტავრატორები, მათ შორის აკმალ ანუარი (დუბაი, სინგაპური), ხოსე კარლოს სიერა (მექსიკა, დუბაი), ნიკოლ მრადი (დუბაი), ომარ სარტავი (ლიბანი), სერჟ მანუელ ღაზარიანი (საუდის არაბეთი), სუმაია ობაიდი (დუბაი) და დუბაი მიკა უედა (დუბაი), სებუჰ იაკუბიანი (კანადა), ალესანდრო მიჩელი (იტალია) და სხვები.

ეს ღონისძიება აკავშირებს სომხეთს გლობალურ გასტრონომიულ საზოგადოებასთან, რაც საშუალებას აძლევს წარმოადგინოს სომხური სამზარეულო და პროდუქტები საერთაშორისო დონეზე. ღონისძიების ფარგლებში სომხეთში 200-ზე მეტი საერთაშორისო მონაწილე და მყიდველი ჩამოვა, რომლებიც არა მხოლოდ გაეცნობიან სომხურ სამზარეულოს, არამედ მოინახულებენ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სომხური კულტურის მსოფლიოსთვის წარდგენისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

სომხეთი მზადაა უმასპინძლოს გლობალური კულინარიისა და ბიზნესის ლიდერებს, გახსნის ახალ კარებს განვითარებისა და თანამშრომლობისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button