პოლიტიკა

რა შედეგები მოჰყვება, თუ სომხეთი არ გადაიხდის თავის შენატანს კუხო-ს ბიუჯეტში? კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში

თუ სომხეთი 2025 წლის ბოლომდე კუხო-ს ბიუჯეტში არ გადაიხდის თავის კონტრიბუციას, ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა „შეიძლება განიხილონ სხვადასხვა სცენარი“, მაგრამ ისინი ალბათ არავის გააძევებენ, განუცხადა ,,რია ნოვოსტი“-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე პანკინმა.

„1 იანვრისთვის (2026 – რედ.) შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ორი წლის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ქვეყნებმა შეიძლება განიხილონ სხვადასხვა სცენარი“, – განაცხადა პანკინმა.

მან აღნიშნა, რომ უკვე ყოფილა შემთხვევები, როცა სხვა ქვეყნებს ტექნიკური, ფინანსური და სხვა მიზეზების გამო ვალები ჰქონდათ.

2024 წლის თებერვალში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკამ გაყინა მონაწილეობა კუხო-ში. გარდა ამისა, სომხეთმა შეწყვიტა ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანები და ორგანიზაციის ღონისძიებებსა და წვრთნებზე წარმომადგენლების გაგზავნა.

ნახეთ მეტი
Back to top button