საზოგადოება

მჰერ გრიგორიანმა Wizz Air-ის წარმომადგენლებთან კომპანიის საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა

ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო დელეგაცია Wizz Air-ის კომერციული და ოპერაციული დირექტორის მაიკლ დელეჰანტის ხელმძღვანელობით, ამის შესახებ იტყობინება მთავრობის პრესსამსახური. შეხვედრის დასაწყისში ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა ილაპარაკა  კომპანიის საქმიანობაზე  სომხეთში და ხაზი გაუსვა   მის მნიშვნელობას ტურიზმისა და ხალხის მობილურობის გააქტიურების კუთხით. თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთში Wizz Air-ის საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობები, როგორც ერევნის საერთაშორისო აეროპორტის „ზვართნოცის“, ასევე ქალაქ  გიუმრის  განახლებული აეროპორტის  მეშვეობით.

ნახეთ მეტი
Back to top button