არიან ძალები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან რუსეთისა და სომხეთის მეგობრული ურთიერთობებით – ზახაროვა

რუსეთი და სომხეთი ისტორიულად ინარჩუნებენ მყარ და მეგობრულ ურთიერთობებს. უბრალოდ არ შეიძლებოდა მოვლენები სხვანაირად განვითარებულიყო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ, გვაქვს ღრმა ჰუმანიტარული კავშირები, რომლებიც ბუნებრივია, განპირობებულია გეოგრაფიით, ისტორიით და ჩვენი ხალხების ბედით“, – ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არიან ძალები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან რუსეთისა და სომხეთის მეგობრული ურთიერთობებით.
„ჩვენი პოზიცია მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული როგორც ქვეყნის პრეზიდენტის მიერ, ასევე დოქტრინალურ დოკუმენტებში. ჩვენ ორიენტირებული ვართ სომხეთთან და მის ხალხთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებაზე“.







