
სომხეთის სამხრეთში, სიუნიქში განვითარებული მოვლენები პირდაპირ კავშირშია ირანის ინტერესებთან და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ თეირანი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას წითელ ხაზად მიიჩნევს. ამის შესახებ 3 აპრილს საერთაშორისო კონფერენციაზე თემაზე “Ayk-Iran. ათასწლიანი სამეზობლო” განაცხადა ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში მეჰდი სობჰანიმ. მან განმარტა, რომ დღეს სომხეთში, სამხრეთ კავკასიასა და ირანში მოვლენები ურთიერთდაკავშირებულია.
„ირანისა და სომხეთის ბედი, ინტერესები და უსაფრთხოება ყოველთვის ურთიერთკავშირში იყო მათი გეოგრაფიული სიახლოვისა და იმავე გეოპოლიტიკურ სივრცეში მდებარეობის გამო“, – დასძინა ელჩმა.
მან აღნიშნა, რომ სომხეთთან საზღვარი ირანში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება.
„ჩვენ არასდროს გვიგრძვნია საფრთხე სომხეთის მხრიდან და სომხეთს არასოდეს უგრძვნია საფრთხე ირანის მხრიდან“, – ხაზგასმით აღნიშნა სობჰანიმ.







