მთავარიპოლიტიკა

სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, პატიმრები გათავისუფლდნენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ შეშფოთება გამოთქვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მზარდი დაძაბულობის გამო.

“რაც შეეხება აზერბაიჯანს, მე ძალზე შეშფოთებული ვარ საზღვარზე მზარდი დაძაბულობით. იმედი მაქვს, რომ იქ განლაგებული ევროპული მისია გაფართოვდება და ამ დაძაბულობის მონიტორინგისა და შეკავების მიზნით”, – თქვა ბარომ ლუქსემბურგში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

„უნდა გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება და თვითნებურად დაკავებული პირები და პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button