საერთაშორისო

აზერბაიჯანისა და თურქეთის გაერთიანებული არმიის შექმნა მიმდინარე პროცესია  – თურქეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი

აზერბაიჯანისა და თურქეთის გაერთიანებული არმიის შექმნა მიმდინარე პროცესია. ამის შესახებ APA-ს ცნობით, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჰულუსი აკარმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მხარს უჭერს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ ვართ არა ერთი ერი და ორი სახელმწიფო, არამედ ერთი ერი და სამი სახელმწიფო. ჩვენ ერთი ერი და ერთი ჯარი ვართ. ერთიანი არმიის შექმნის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს. აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთად უნდა იმუშაონ თავდაცვის სფეროში. ამის პირობა არის ერთობლივი სამხედრო წვრთნები“, – განაცხადა აკარმა.

ნახეთ მეტი
Back to top button