
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი შეხვდა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს ვივიან ლუნელას, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს.
ამის შესახებ უშიშროების საბჭოს ოფისში განაცხადეს. შეხვედრაზე მხარეებმა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
უშიშროების საბჭოს გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა სომხეთის მთავრობის ძალისხმევა სამხრეთ კავკასიაში სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად.







