სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესი გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესები მიმდინარეობს და ამ დროისთვის არანაირი უთანხმოება არ არსებობს.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა.
„საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესი გრძელდება. ამჟამად განიხილება ის მონაკვეთები, სადაც პროცესის გაგრძელება მომავალშია დაგეგმილი.
„კმაყოფილებით შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ და უკვე დავაფიქსირეთ, რომ ის საქართველოს საზღვრიდან ირანის საზღვრამდე განხორციელდება“, – განაცხადა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ „არმენპრეს“-ის ცნობით. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მიმდინარეობს ადგილზე სამუშაოები, თუ პროცესის მიმართულება უკვე განსაზღვრულია, სიმონიანმა უპასუხა, რომ ლოგიკა ნაწილ-ნაწილ განიხილება. „ანუ ჩვენ თანმიმდევრულად, ცალკეულ მონაკვეთებში მივდივართ წინ. ეს ეტაპები წმინდა ტექნიკური ხასიათისაა. კომიტეტების ხელმძღვანელებსა და წევრებს შორის მიმდინარეობს მუშაობა, მიმდინარეობს დისკუსიები და არანაირი უთანხმოება არ არსებობს“, – დაასკვნა სიმონიანმა.







