საერთაშორისო
მიხეილ ყაველაშვილი ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება

18 მაისს, მიხეილ ყაველაშვილი და მისი დელეგაცია ვატიკანში ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
ახალი პაპი იყო რობერტ პრევოსტი – ლეო XIV. ახალი პაპი 133 კარდინალმა აირჩია.
ყაველაშვილი აპრილშიც ეწვია ვატიკანს, რათა დასწრებოდა პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას.







