პრემიერ-მინისტრი ,,იუვენტუს“-ის სომხური აკადემიების პრეზენტაციას დაესწრო

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ,,იუვენტუს“-ის სომხური აკადემიების პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვივნენ იტალიური საფეხბურთო კლუბის, ,,იუვენტუს“-ის ლეგენდა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ფიფას ამჟამინდელი ელჩი დავიდ ტრეზეგე და ,,იუვენტუს“-ის საერთაშორისო აკადემიების კოორდინატორი დავიდე ფორნაკანი.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო მომავალი აკადემიების პროექტები, ინფრასტრუქტურა, რომელიც აკმაყოფილებს მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს და ახალი სტადიონი, რომელიც აკმაყოფილებს უეფას მეორე კატეგორიას.

სრ მთავრობის 2024 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა კომპანია „Next Gen Sports“-ის საინვესტიციო პროგრამა. შესაბამისად, ავანი-ს ადმინისტრაციულ რაიონში დაახლოებით ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი 25 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით და 1 მილიარდი დრამის ინვესტიციის პირობით გადაეცა კომპანია „Next Gen Sports“-ს. კომპანიას საბაზრო ფასად, 10-წლიანი განვადებით გადახდისა და ხუთი წლის განმავლობაში 1,2 მილიარდი დრამის ინვესტიციის პირობით გადაეცა ჰრაზდანის სტადიონის გვერდით მდებარე დაახლოებით ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშნული ტერიტორიები „იუვენტუსის“ სომხური აკადემიების დასაარსებლად იქნება გამოყენებული.









