მთავარიპოლიტიკა

ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად ვიყოთ ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრები, მომავალში მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთი არ შეიძლება ერთდროულად იყოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრი, მომავალში მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება.

Armenpress-ის  ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჩეხეთის რესპუბლიკაში „GLOBSEC 2025“ ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სადაც იმ კითხვაზე უპასუხა, თუ როგორ გადაჭრის სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის დაბრკოლებას ევროკავშირში შესაძლო წევრობის გზაზე.

„ჩვენ გვესმის, რომ ერთდროულად არ შეგვიძლია ვიყოთ ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრები. და აშკარაა, რომ მომავალში გარკვეულ მომენტში მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება სომხეთის მოქალაქეებმა მიიღონ, რა თქმა უნდა, სომხეთის მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელობით“, – თქვა ფაშინიანმა.

მან დასძინა, რომ სულ მცირე მანამ, სანამ ამ გადაწყვეტილების მიღების მკაცრი საჭიროება არ იქნება, სომხეთი გააგრძელებს დემოკრატიულ რეფორმებს, რათა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები.

„და როდესაც ეს მომენტი დადგება, ჩვენ ამ საკითხს სომხეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში დავაყენებთ და გადაწყვეტილებას ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მივიღებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button