
29-30 ივნისს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
30 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და კაია კალასს შორის შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.







