პოლიტიკა
ჩვენ მოკლე შესვენებები გვქონდა მონღოლეთსა და ყაზახეთში – ფაშინიანი

იაპონიიდან დაბრუნებისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ორი ქვეყანა მოინახულა.
„უკან დაბრუნებისას, ჩვენ მოკლე შესვენებები გვქონდა მონღოლეთსა და ყაზახეთში“, – დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე და ვიდეო გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ფაშინიანს თან ახლდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მნაცაკან საფარიანი, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ბაბკენ თუნიანი.







