პოლიტიკა
ფაშინიანი უახლოეს დღეებში პუტინს შეხვდება

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უახლოეს დღეებში რუსეთში გაემგზავრება. დაგეგმილია მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
„ვფიქრობ, სახელმწიფოს მეთაური მოსკოვში არ გაემგზავრებოდა, ასეთი შეხვედრა რომ არ ყოფილიყო დაგეგმილი“, – განაცხადა მან.







