საზოგადოება

მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას. თბილისის 104-ე სკოლაში გაიხსნა საინჟინრო ლაბორატორია „არმატი“

18 სექტემბერს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით,თბილისის 104-ე საჯარო სომხურ სკოლაში  საზეიმოდ გაიხსნა საინჟინრო ლაბორატორია „არმატი“, გახსნის ცერემონიაზე დირექტორმა ირინა ჟამკოჩიანმა ისაუბრა. დამსწრეებს მიესალმნენ სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, სომხეთის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე არაქსია სვაჯიანი და ლაბორატორიის დამფუძნებელი, მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი სარგის კარაპეტიანი.   ამის შესახებ საელჩო იტყობინება.

„აშოტ სმბატიანმა მადლობა გადაუხადა ლაბორატორიის დამფუძნებლებს, საქართველოს ხელისუფლებას, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს  და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს  მათი აქტიური მხარდაჭერისთვის. მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქველმოქმედებს გაგიკ და რაფიკ აღაჯანიანებს, მარია ჩახოიანს და სომხურ-ქართული საგანმანათლებლო მეცნიერებების ლაბორატორიის დირექტორს სამველ მკოიანს. ელჩმა  აღნიშნა, რომ ასეთი ინიციატივები კიდევ უფრო აძლიერებს სომეხი და ქართველი ხალხების საუკუნოვან მეგობრულ  ურთიერთობებს და ხელს უწყობს სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას.

თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების აუცილებლობაზე ხაზგასმით, სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა „არმატის“ მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს სომხური სკოლების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის.

„არმატის“ კოორდინატორმა სედრაკ ვარდანიანმა დამსწრეებს ლაბორატორიის ზოგადი საქმიანობა, მიზნები და მიღწევები გააცნო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button