
როდესაც აზერბაიჯანი ლაპარაკობს „ზანგეზურის დერეფანზე“, ეს ნიშნავს ჰორადიზ-ზანგელანის გზას. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა.
„მათ სურთ ამ გზას უწოდონ „ზანგეზურის დერეფანი“ – დაე უწოდონ. სომხეთის რესპუბლიკაში ასეთი რამ არ არსებობს და მე შემიძლია დავამტკიცო, რომ იქ არა მხოლოდ ჩემი, არამედ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმოწერაც დევს. თუ ისინი იტყვიან, რომ რომ ეს არის დერეფანი, რომელიც ზანგეზურში მიდის, დაე თქვან, ეს სომხეთს არ ეხება.
მათ უნდათ დაარქვან სახელი? ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, გვეხება თუ არა ეს ჩვენ. ათასი ბოდიში და შეიძლება მათმა გადაწყვიტონ, რომ ალბერტ აინშტაინის სახელი უნდა დაარქვან – დაე დაარქვან. ამას ჩვენს სუვერენულ ტერიტორიასთან არაფერი აქვს საერთო. მე მაქვს ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ჩვენს ქვეყანაში არის „ტრამპის გზა“, (TRIPP-ის მარშრუტი) და ჩვენს ქვეყანაში არის „მშვიდობის გზაჯვარედინი“.
„ზანგეზურის დერეფანი“ არის ჰორადიზ-ზანგელანის გზა, რომელიც შეიძლება გადაჭიმული იქნას სომხეთთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე, ჩავთვალოთ ეს თემა დახურულად“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.







