მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა და ალიევმა დსთ-ს სამიტის ფარგლებში მშვიდობის გზაზე წინსვლის საკითხები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დუშანბეში დსთ-ს სამიტის ფარგლებში მშვიდობის გზაზე წინსვლის საკითხები განიხილეს.

როგორც TASS იტყობინება, ამის შესახებ დსთ-ს გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა განაცხადა.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ძალიან თბილი საუბარი ჰქონდათ და განიხილეს საკითხები, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ მშვიდობისა და უსაფრთხოების გზაზე მომავალში“, – განაცხადა ლებედევმა.

ნახეთ მეტი
Back to top button