საერთაშორისო

ევროკავშირი რუსეთიდან დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრს შექმნის

ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება რუსეთიდან და სხვა ავტორიტარული რეჟიმებიდან დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დემოკრატიული წინააღმდეგობის ცენტრის შექმნას გეგმავს, იტყობინება The Guardian.

ევროკომისია ევროკავშირისა და ბლოკში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების ექსპერტებს გააერთიანებს, რათა უცხოური ინფორმაციით მანიპულირებასა და ჩარევას ებრძოლონ.

ეს იდეა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ შემოთავაზებული „დემოკრატიის ფარის“ საფუძველს წარმოადგენს, როდესაც ის 2024 წლის ევროპული არჩევნების წინ მეორე ვადით იყრიდა კენჭს.

ფონ დერ ლაიენმა დემოკრატიული წინააღმდეგობის ევროპული ცენტრის შექმნის იდეა ევროპარლამენტარების წინაშე სექტემბერში გამოსვლისას გამოაცხადა.

დოკუმენტი, რომელიც 12 ნოემბერს გამოქვეყნდება, დამატებით დეტალებს გვაწვდის, მათ შორის იმას, თუ რას მიიჩნევს ევროკომისია ყველაზე დიდ საფრთხედ.

„უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიის გარდა, რუსეთი ასევე აძლიერებს ჰიბრიდულ თავდასხმებს, ევროპის წინააღმდეგ გავლენის ომს აწარმოებს. ისინი ავრცელებენ ცრუ ნარატივებს, რომლებიც ზოგჯერ ისტორიული ფაქტების მანიპულირებასა და დამახინჯებას მოიცავს და ცდილობენ დემოკრატიული სისტემებისადმი ნდობის შელახვას“, – ნათქვამია The Guardian-ის მიერ ხელმისაწვდომ პროექტში.

ნახეთ მეტი
Back to top button