საზოგადოება

ერევნის სკოლების უმეტესობაში ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება აიკრძალა

ერევნის მერის ინიციატივით, სმარტფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ერევნის 151 სათემო სკოლიდან 143-ში აიკრძალა.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ერევნის მუნიციპალიტეტი იუწყება, რომ მათი აკრძალვა საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა დისციპლინურ წესებშია გათვალისწინებული: „ასეთმა ინიციატივებმა დიდი ხანია დაამტკიცა თავისი ეფექტურობა მრავალ ქვეყანაში.

კვლევებმა აჩვენა, რომ გაკვეთილზე ტელეფონების შეზღუდვა საშუალოდ 6-14%-ით ზრდის მოსწავლეთა მოსწრებულობას.

გარდა ამისა, ტელეფონის არსებობაც კი, თუნდაც ის არ იქნას გამოყენებული, ამცირებს ყურადღების კონცენტრაციას და შეზღუდვის პირობებში მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო დიდხანს და უკეთ კონცენტრირება.

ჭკვიანი მოწყობილობების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის, მასწავლებლის მითითებით, სახელმძღვანელოებში QR კოდების გამოსაყენებლად“, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button