პოლიტიკა
TRIPP-ი სომხეთს ძალიან მტკიცე გარანტიებს აძლევს: აშშ-ის ელჩი

თურქეთი ტრამპის TRIPP-ის ხედვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა სომხეთში, კრისტინა ქუინმა, CivilNet-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ნამდვილად ძლიერი პროექტი იქნება, თუ რკინიგზის ის მონაკვეთი, რომელიც ნახიჩევანზე გადის, სომხეთში დაბრუნდება, შირაქის, ყარსის გავლით თურქეთში და იქიდან ყველგან წარიმართება, რადგან თურქეთს საკმაოდ განვითარებული რკინიგზის ქსელი აქვს“, – განაცხადა ელჩმა.
ელჩმა განაცხადა, რომ აშშ ამ საკითხზე პირდაპირ თურქეთთან მუშაობს და დასძინა, რომ სომხეთიც თურქეთთან მუშაობს და ცდილობს ამ ხედვის განსახორციელებლად ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას.







