საერთაშორისო

აზერბაიჯანი საქართველოსთან სახმელეთო საზღვარზე კარანტინს ახანგრძლივებს –  News-Gruzia

აზერბაიჯანმა კვლავ გაახანგრძლივა კორონავირუსის პანდემიის დროს სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული კარანტინი.

ამჯერად 2026 წლის 1 აპრილის დილის 6:00 საათამდე, იუწყება „ნოვოსტი-გრუზია“.

ეს ნიშნავს, რომ ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმოსვლის აღდგენა კვლავ გადაიდო.

აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებაში გამოყენებულია შემდეგი ფორმულირება: სპეციალური საკარანტინო პერიოდი გაგრძელდა „ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების თავიდან ასაცილებლად“.

ნახეთ მეტი
Back to top button