მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანსა და ალიევს ვაშინგტონში არაფორმალური კონტაქტი ჰქონდათ

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ვაშინგტონში არაფორმალური კონტაქტი ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

Armenpress-ის ცნობით, ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ საუბრობენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და ილჰამ ალიევი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის საუბარს ასევე ესწრებოდნენ ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი და უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რათა მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის საბჭოს პირველ სესიაში, რომლის დამფუძნებელი წევრიც სომხეთია.

ნახეთ მეტი
Back to top button