
28 თებერვალს, სომხეთის უშიშროების საბჭოს ოფისში გაიმართა შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლის დროსაც განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. ამის შესახებ განაცხადა უშიშროების საბჭოს ოფისმა. „შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა სომხეთზე სიტუაციის შესაძლო ზემოქმედების მართვის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.







