
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჩაატარა გამოკითხვა. კითხვაზე „თუ მომავალ კვირას სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, როგორ მისცემდით ხმას?“, მოქალაქეთა ნახევარზე მეტმა უპასუხა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მისცემდა ხმას. გამოკითხვა 2026 წლის თებერვალში ჩატარდა.
შესაბამისად, გამოკითხულთა 51 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას მისცემდა ხმას, 32 პროცენტი არ მისცემდა ხმას ან არ მიიღებდა მონაწილეობას, 13 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცემდა ხმას, ხოლო გამოკითხულთა 4 პროცენტმა უარი თქვა ან პასუხის გაცემა გაუჭირდა.
იგივე გამოკითხვა 2025 წლის ივნისში და 2024 წლის სექტემბერშიც ჩაატარა და გამოკითხვის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას აძლევდა ხმას გამოკითხულთა 49 პროცენტი, ხოლო 2024 წელს – 58 პროცენტი. ანუ, 2024 წელთან შედარებით, იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა გამოთქვეს, 9 პროცენტით შემცირდა, შემდეგ კი 2 პროცენტით გაიზარდა.







