პოლიტიკა

სომხეთი და ირანი საზღვარზე მეორე ხიდის პროექტზე მუშაობენ

სომხეთი ირანელ პარტნიორებთან ერთად სომხეთ-ირანის საზღვარზე მეორე ხიდის მშენებლობის პროექტზე მუშაობს.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ სიუნიქის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრისას განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდათიანმა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ-სამხრეთის ქაჯარან-აგარაკის 32 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

ნახეთ მეტი
Back to top button