
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ტელეფონით ესაუბრა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სეიედ აბას არაღჩის.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
თანამოსაუბრეებმა მოსაზრებები გაცვალეს ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და სიტუაციის მოგვარების შესაძლებლობების შესახებ. მინისტრები შეეხნენ ჰუმანიტარულ და მრავალმხრივ პლატფორმებზე არსებულ საკითხებს.







