პოლიტიკა
არმენ გრიგორიანი საბერძნეთში დელფის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი, 22 აპრილს, საბერძნეთის ქალაქ დელფში დაგეგმილ დელფის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭომ განცხადება გაავრცელა.
ფორუმის ფარგლებში, არმენ გრიგორიანი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ თანოს დოკოსთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ჰიქმეთ ჰაჯიევთან და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, სტანისლავ სეკრიერუსთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „სტრატეგიული გამყოფი ხაზები: კონფლიქტების მართვა და მდგრადობის გაძლიერება ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში“.







